Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციაში ხელშეშლის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო


შსს-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში 1 მაისს საღამოს მომხდარ ინციდენტზე, როცა ადგილობრივებმა ჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალეს COVID-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაში. 1 მაისს COVID-19 დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ადამიანს. 10 მათგანი სოფელ მუშევანიდანაა.

შემთხვევის ადგილიდან კადრებს მარნეულის სათემო რადიო ავრცელებს:

ინციდენტის დროს დაზიანდა მუშევანში ბოლნისის მერის რწმუნებულის რობიზონ სელიმაშვილის მანქანა. რწმუნებულმა „ნეტგაზეთს უთხრა: „დაგვიშინეს ქვები [სოფლის მცხოვრებლებმა] და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”. რწმუნებულმა რადიო თავისუფლებას ინციდენტი დაუდასტურა, თუმცა დეტალების შესახებ დასმული შეკითხვის შემდეგ ტელეფონი გათიშა

როგორც „პირველი არხი" იუწყება, შსს-ს ბოლნისის მთავარ სამმართველოში ამ დროისთვის სოფლის რწმუნებულის, რობიზონ სელიმაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პოლიციასთან იმყოფება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომანქანაც. გამოკითხვაზე ცენტრის თანამშრომლებიც იმყოფებიან. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მიშველიანმა კი „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, არავინ უცემიათ და არავინ დაშავებულა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 23 მარტიდან მკაცრი კარანტინი არის გამოაცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG