Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

covid-19-ის 16 ახალი შემთხვევა საქართველოში


16-ით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში. და 582 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 582-ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 540 პირი.

ვებ-საიტის მონაცემებით, 582 ინფიცირებულიდან 207 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG