Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით მე-8 ადამიანი გარდაიცვალა


8-მდე გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა.

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ია, კარანტინის რეჟიმშია 5152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 551 პირი.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

როგორც ტურძელაძე განმარტავს, ქალი მარნეულიდან იყო:

„აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“.

ვებსაიტის მონაცემებით, 582 ინფიცირებულიდან 207 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG