ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ტელმან ხვედელიძე ამბობს, რომ ინფიცირებული 50 წლამდე ქალია, რომელიც სასწრაფოს დახმარების სამსახურში, ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
რა ვითარებში დაინფიცირდა ექიმი, ჯერჯერობით უცნობია.
14:00 საათზე ყვარლის მერიასთან განცხადება გაკეთდება, სადაც მედიკოსები დეტალებზე ილაპარაკებენ.
1 მაისს კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 325 ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგაზავნილი, COVID-19-ზე დღეს ერთი პასუხი დადებითი მიიღეს.