Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით მძიმედ დაზარალებული იტალია ემზადება ზომების შესამსუბუქებლად


ჯუზეპე კონტე
ჯუზეპე კონტე

იტალიელები ემზადებიან ორთვიანი მკაცრი კარანტინიდან გამოსასვლელად. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 1 მაისს ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისთვის, რომლებიც ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეექმნა.

იტალიაში ამ ვირუსს 28,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, თუმცა ბოლო კვირებში დაიკლო ინფიცირების, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებმა.

კონტეს თქმით, 4 მაისს სამუშაოზე დაბრუნდება 4 მილიონი იტალიელი, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიერ მოტანილი "პირველი შედეგების" ფონზე. ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის გამო იტალიის ეკონომიკა წელს დაახლოებით 8 პროცენტით შეიკვეცება.

კრიზისის დროს მუშახელის ნახევარი სახელმწიფოს დახმარებაზე იყო დამოკიდებული და კონტემ აღიარა, რომ მთავრობას დააგვიანდა გასაჭირში მყოფი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის 50 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა.

იტალიის ეკონომიკური ტკივილი მთელი ევროპის მასშტაბით იგრძნობა, სადაც, როგორც ევროკავშირის სტატისტიკის ოფისი ვარაუდობს, ევროს მოხმარების ზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,8 პროცენტით შემცირდა.

ქვეყნის ნაწილობრივ გახსნისკენ იტალიის და სხვა სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონია შეშფოთება, რომ ინფექციის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს და ისევ გახდეს საჭირო შეზღუდვის ზომების ამუშავება.

აშშ-ში, შტატების დაახლოებით ნახევარი მუშაობს შეზღუდვების მოხსნის გეგმებზე, რადგან იზრდება ზეწოლა ეკონომიკის გახსნის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG