Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოათავსეს


ლაგოდეხის „ცხელების ცენტრი“
ლაგოდეხის „ცხელების ცენტრი“

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციალიტეტიდან არის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდის მამა, რომელიც მშობლიურ სოფელში, ქვემო გურგენიანში იყო ჩასული, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს. მამაკაცს ამ დროისთვის სიცხე აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ თავად რუსთავში ინფიცირებული ახალგაზრდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამამისი კი სოფელში ახლახან ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდას სოფელში 90 წლამდე პაპა ჰყავს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.

ნუნუ ნოზაძის თქმით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციში გადავიდნენ.

დღეს კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG