Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ჩინეთს გადასახადებით ემუქრება, აცხადებს, რომ მტკიცებულება კორონავირუსს ლაბორატორიასთან აკავშირებს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, მან იხილა მტკიცებულება, რომელმაც "სიმყარის მაღალი დონით" დაარწმუნა იმაში, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გამოვიდა - რითიც გაიმეორა გლობალური პანდემიის გამომწვევი ვირუსის შექმნის შესახებ არსებული ერთ-ერთი თეორია.

30 აპრილს, თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მტკიცებულება იხილა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებები სავარაუდოდ გააღრმავებს უთანხმოებას აშშ-სა და ჩინეთს შორის, კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ვარაუდი, რომ კორონავირუსი შესაძლოა გავრცელდა ლაბორატორიაში დაშვებული შეცდომის გამო, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთსაც არ შეეძლო მისი გავრცელების შეჩერება.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, აკისრებს თუ არა პასუხისმგებლობას ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, აშშ-ის თქმით, დეზინფორმაციისთვის კორონავირუსის გაჩენის შესახებ, თუმცა გამოვიდა მუქარით, რომ ჩინეთს გადასახადებს დაუწესებს. ამავე დროს, ტრამპმა მიანიშნა, ჩინეთი ახლა "ცდილობს ასე თუ ისე გამჭვირვალე იყოს ჩვენთანო", იმ ძალისხმევაში, რომელიც მიემართება კორონავირუსის პანდემიის დასაწყისის დადგენას.

გადასახადების დაწესების მუქარამდე აშშ და ჩინეთი მწვავე სავაჭრო ომში იყვნენ ჩართული, რომელმაც მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ეკონომიკას შორის იანვარში პირველადი ხელშეკრულების გაფორმება მოიტანა შედეგად. შეშფოთებამ, რომ სავაჭრო ომი შეიძლება განახლდეს, მღელვარება გამოიწვია ისედაც შერყეულ ბაზრებზე, რომლებზეც უარყოფით გავლენას ახდენს ცუდი ეკონომიკური პროგნოზები და კორონავირუსის პანდემია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG