Accessibility links

ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს COVID-19​ არ დაუდგინდა


ლაგოდეხის „ცხელების ცენტრი“

ლაგოდეხის ცხელების ცენტრში 2 მაისს გადაყვანილ მამაკაცს, რომელიც რუსთავში გამოვლენილი, კორონავირუსით დაინფიცირებული პირის მამაა, ვირუსი არ დაუდასტურდა.

მამაკაცი ცხელების ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თერმოსკრინინგის შედეგად, ცხელება აღმოუჩინეს.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, ის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, მოხუც მამასთან ჩავიდა.

"რუსთავიდან შეგვატყობინეს, რომ მის შვილს ვირუსი დაუდასტურდა. შევამოწმეთ მამაკაცი და ცხელება ჰქონდა. გადავიყვანეთ ცხელების ცენტრში, სადაც ნიმუში ავიღეთ და ლუგარის ცენტრში გავაგზავნეთ", - განაცხადა ნოზაძემ.

ლუგარის ცენტრის პასუხის საფუძველზე, თვითიზოლაციიდან მოიხსნება 15-მდე პირი, რომლებსაც მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ექიმია.

ეპიდემიოლოგებმა, ლუგარის ცენტრში კვლევისათვის უკვე გააგზავნეს მისი ოჯახის წევრებისა და კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური მასალა.

სწრაფი ტესტირებით, COVID-19 კიდევ სამ პირს აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლია. PCR კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG