Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა


ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. 3 მაისისთვის საქართველოში სულ 589 ინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი. 8 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG