Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილ მე-9 პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა


კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ბრონქული ასთმა ჰქონდა მძიმე მიმდინარეობით, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

მისი ცნობით, პაციენტს კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. „პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG