Accessibility links

რუსეთში ზედიზედ მეორე დღე-ღამეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენობა ფიქსირდება


რუსეთში ზედიზედ მეორე დღე-ღამეა, სარეკორდოდ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა.

3 მაისს ოპერატიული შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ დღე-ღამეში დაფიქსირდა ინფიცირების 10633 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში COVID-19-ით გარდაიცვალა 58 ადამიანი. გარდაცვალილთა საერთო რაოდენობაა 1280, რუსეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კი - 134687 ადამიანი.

ყველაზე უარესი მდგომარეობაა მოსკოვში, სადაც მთლიანობაში 729 ადამიანია გარდაცვლილი. უკანასკნელ დღე-ღამეში გარდაიცვალა 34 ადამიანი, ამავე პერიოდში გამოვლინდა რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების სარეკორდოდ მაღალი რაოდენობა - 6000-ზე მეტი.

როგორც იტყობინებიან, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა, თავს ნორმალურად გრძნობს. ის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და კარანტინიდან განაგრძობს მუშაობას.

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 3,4 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 244122.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG