Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფებს კორონავირუსი ჯერჯერობით არ დაუდასტურდა


კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტთან, 50 წლის ექიმთან კონტაქტის მქონე პირთა უმრავლესობის ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ამ დროისთვის 147-დან 102 ნიმუშია გამოკვლეული და არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორისაა სამედიცინო სფეროს 67 წარმომადგენელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დღეს „ლუგარის ლაბორატორიაში“ გამოსაკვლევად გაგზავნიან ექიმის კონტაქტებიდან კიდევ 45 ადამიანის ბიოლოგიურ მასალას.

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG