Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 108 პირი დააჯარიმეს


პოლიციამ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 108 პირი დააჯარიმა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც ყველაზე მეტი ადამიანი - 78 პირი, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა. 24 მოქალაქე საჯარო სივრცეში დისტანციისა და შეკრების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა. გარდა ამისა, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ერთ პირს, ხოლო ავტომობილით გადაყვანის წესის დარღვევისთვის 5 პირს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი. ჯამში ჯარიმების მოცულობა 324 ათას ლარს გაუტოლდა.

31 მარტიდან დღემდე პოლიციამ სულ 6 312 ჯარიმა გამოწერა. მათგან 6 303 ფიზიკურ პირებზე, 9 კი იურიდიულ პირებზე. ფიზიკური პირებისთვის სახდელი 3 ათასი ლარია, იურიდიული პირებისთვის კი - 15 ათასი. ჯამურად ჯარიმების მოცულობა 19 მლნ ლარს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG