Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთში მესამე ექიმი ვარდება საავადმყოფოს ფანჯრიდან


რუსეთის დასავლეთში მდებარე ვორონეჟის რეგიონში, სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმი მძიმე მდგომარეობაშია ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად, მას შემდეგ, რაც დაიჩივლა, რომ მუშაობას აიძულებდნენ მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 აღმოაჩნდა.

ალექსანდრ შულეპოვი მესამე ექიმია რუსეთში, რომელიც იდუმალ ვითარებაში ფანჯრიდან გადავარდა, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე. მისი კოლეგები ამბობენ, რომ შულეპოვი 2 მაისს გადავარდა მეორე სართულის ფანჯრიდან საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა და სადაც კორონავირუსს მკურნალობდა, ქალა ნოვაია უსმანში.

შულეპოვი 22 აპრილს მოხვდა საავადმყოფოში ვირუსის გამო, თუმცა მას შემდეგ, რაც COVID-19-ზე მისი ბოლო ტესტი უარყოფითი იყო, ის უნდა გამოეწერათ. საავადმყოფოში მოხვედრის დღეს შულეპოვმა და მისმა კოლეგამ გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩიოდნენ, რომ ტესტით ვირუსის აღმოჩენის შემდეგაც უფროსი მათ ერთად მუშაობას აიძულებდა. სამ დღეში შულეპოვმა თავისი განცხადება უკან წაიღო და თქვა, რომ ვიდეოჩანაწერი "ემოციურ მდგომარეობაში" გაკეთდა, მაშინ, როცა მან პირველად შეიტყო კორონავირუსით ინფირიცრების თაობაზე თავისი დიაგნოზის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG