Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი გამარჯვების აღლუმს ჩაატარებს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ჩაატარებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ აღლუმს დედაქალაქში, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი ვრცელდება.

"აღლუმის გაუქმება არ შეგვიძლია, ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებთ" - თქვა ლუკაშენკამ 3 მაისს და დასძინა, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელიც ნაცისტებს ებრძოდა, ასევე ვირუსებით თუ სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. "და წარმოიდგინეთ, რას იტყვის ხალხი. შეიძლება ახლავე არა, მაგრამ შემდეგ დღეს, ან ორი დღეში ისინი იტყვიან, რომ ჩვენ შეგვეშინდა" - თქვა ლუკაშენკამ აღლუმის გაუქმების პერსპექტივაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოდის რეკომენდაციით, რომ ქვეყნებმა ძალაში დატოვონ ფიზიკური დისტანცირების ზომები და არ გამართონ მასობრივი თავყრილობები, რათა კორონავირუსის გავრცელება შენელდეს. აპრილის ბოლოს, მინსკში ვიზიტის შემდეგ WHO-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ვირუსის გავრცელება შევიდა "საზოგადოების წიაღში გადადების" ფაზაში და მთავრობას უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდეს.

ამ მომენტისთვის ბელარუსში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 16,705 შემთხვევა, გარდაცვლილია 99 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG