Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ანტივირუსული ზომების შემსუბუქების ფარგლებში ბევრი მეჩეთი გაიხსნება


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ 4 მაისს მეჩეთები გაიხსნება ქვეყნის ბევრ რეგიონში, სადაც კორონავირუსის საფრთხე ნაკლებია. მეჩეთები მარტის დასაწყისში დაიხურა, როცა ირანი ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა გახდა.

კორნავირუსთან ბრძოლის გუნდთან შეხვედრისას როჰანიმ 3 მაისს თქვა, რომ მეჩეთები გაიხსნება ქვეყნის 132 რაიონში, რაც ირანის ადმინისტრაციული დაყოფის დაახლოებით მესამედია. "სოციალური დისტანცირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოლექტიური ლოცვა" - დასძინა როჰანიმ და თქვა, რომ ისლამი უსაფრთხოებას სავალდებულოდ მიიჩნევს, მეჩეთებში ლოცვა კი მხოლოდ "რეკომენდირებულია".

როჰანის თქმით, 16 მაისიდან განიხილება სკოლების გახსნა, რათა ზაფხულის არდადეგებამდე გაკვეთილები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდეს.

პანდემიამ ირანში იმსხვერპლა 6,150 ადამიანზე მეტი, ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს 96,440-ს.

ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ 2 მაისის ოფიციალური მონაცემები ირანში ყველაზე დაბალი იყო 10 მარტის შემდეგ.

ექსპერტები და ოფიციალური პირები, ირანშიც და მის საზღვრებს გარეთაც, ეჭვით უყურებენ ირანის ოფიციალურ მონაცემებს და ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG