Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: გვაქვს შემთხვევები, როცა გადატანილი აქვთ ინფექცია და არ უდგინდებოდათ სიმპტომები


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, საქართველოში თუ არის ადამიანი, რომელსაც COVID-19 ისე ჰქონდა გადატანილი, რომ სტაციონარში არ მოხვედრილა.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია. მათ შორის არიან ისეთები, რომელთა მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს. სტაციონარში არ წოლილან“, - თქვა ტიკარაძემ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ 22 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ რუიზან ქიმაძეზე დაყრდნობით, რომ ახალგაზრდას, რომელიც ადიგენში სტუმრად 11 დღის წინ იმყოფებოდა, გამოკვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი აქვს. ამის გამო, მასპინძელი ოჯახის რვა წევრი თვითიზოლაციასა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. „დღეს მას კორონავირუსი გამოუჟღავნდა, არა როგორც აქტიური, არამედ გადატანილი დაავადება“, - ამბობდა ქიმაძე.

მოგვიანებით, ადიგენის მერიაში თქვეს, რომ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თავად რუიზან ქიმაძემ კი თქვა, რომ „ჟურნალისტმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, ეს ამბავი ჯერ კიდევ სადავოა“.

XS
SM
MD
LG