Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ ვაქცინას გამოცდიან


ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა, გერმანულმა BioNTech-მა განაცხადეს, რომ კორონავირუსის სწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის მიწოდება დაიწყეს აშშ-ში ადამიანზე პირველი გამოცდისთვის. გერმანიაში გამოცდა აპრილში დაიწყო.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, თუ ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდება, აშშ-ში ფართოდ გამოყენებისთვის მზად იქნება ამ წლის ბოლოსთვის.

აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობით, ვაქცინის შესაქმნელად მუშაობს კომპანია Moderna-ც, რომელმაც ტესტირების პირველი ეტაპი დაიწყო.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან მედიკამენტი ჯერჯერობით არ არსებობს.

ახალი სახეობის კორონავირუსით მსოფლიოში უკვე დაინფიცირდა 3 700 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 258 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG