Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს

დღეს დილით, თბილისში, აკადემიკოს ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს ორი ბავშვი, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება გუშინ, 5 მაისს დაუდასტურდა.

ბავშვები სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ, თუმცა, ორივე მათგანი „თეთრიწყაროს კლასტერიდანაა“. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბავშვების დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია.

ამავე საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს კიდევ ერთი, ზრდასრული პაციენტი. ისიც "თეთრიწყაროს კლასტერიდანაა".

6 მაისის დილის მონაცემებით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 69 პაციენტი იმყოფება. მათგან 19 მოზარდია.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG