Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ევროკავშირის შიგნით შექმნიან ბალტიის „სამოგზაურო ბუშტს"


ვილნიუსი, ლიეტუვა
ვილნიუსი, ლიეტუვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის ეს სამი წევრი ბლოკის შიგნით შექმნის ბალტიის „სამოგზაურო ბუშტს“ - 15 მაისიდან ისინი ერთმანეთის მოქალაქეებს გაუხსნიან საზღვრებს მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქების ფონზე.

ეს სამოგზაურო ზონა ამ ტიპის პირველი რეგიონი იქნება 27 წევრისგან შემდგარ ევროკავშირში, სადაც პანდემიის პირობებში ქვეყნების უმრავლესობამ უცხოელ მოქალაქეებს შესვლა შეუზღუდა და კარანტინი დააწესა შემომავალი მგზავრებისთვის.

ბალტიის სამივე ქვეყანამ სავალდებულო კარანტინი დაუწესა ყველას, ვისი ქვეყანაში შესვლაც არ არის სამსახურთან დაკავშირებული.

„შევთანხმდით, რომ ბალტიის სამივე ქვეყანამ სწორად შეაკავა კორონავირუსის გავრცელება და ჩვენ გვჯერა ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებისა“, განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნლისმა. „15 მაისიდან ვაუქმებთ ყველა აკრძალვას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბალტიის სახელმწიფოებს შორის იმოგზაურებენ“, დასძინა მან.

საზღვრების შერჩევით გახსნა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც დაიწყო. ავსტრალია და ახალი ზელანდია მუშაობენ „ტრანსტასმანიური სამოგზაურო ბუშტის“ შექმნაზე 2500 კილომეტრის სიგანის ტასმანიის ზღვაზე, რომელიც ორ ქვეყანას ყოფს.

XS
SM
MD
LG