Accessibility links

გახარიას თქმით, 1 ივლისიდან საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება შეეძლება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ორ კვირაში, პირველი ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.

მან აღნიშნა, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც საქართველოს 1 საათის განმავლობაში შეეძლება ინფიცირების საზღვარზე აღმოჩენა.

"ტურიზმი არის ის სფერო, სადაც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი", - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად მოწყობამ გამოცდილება მისცა და უკვე მსგავსი გამოცდილება არსებობს. მისი თქმით, შეიძლება გამოიყოს შესაბამისი სივრცეებიც, ბაკურიანში, აბასთუმანში, წყალტუბოში.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. ამ დროისთვის ქვეყანაში აკრძალულია ფრენებიც. სხვა ქვეყნის ავიახაზებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ცარიელი თვითმფრინავით შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG