Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი: მტერი, რომელიც უპირისპირდება აშშ-ს, კორონავირუსია და არა ჩინეთი


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ჰუა ჩუნინი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ჰუა ჩუნინი

ჩინეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევას, გამოიძიოს COVID-19-ის პანდემიის წარმომავლობა და უპირისპირდება აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მცდელობას, მოახდინონ საკითხის პოლიტიზაცია და თავს დაესხან პეკინს.

7 მაისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელშიც ტრამპმა კორონავირუსის პანდემია 1941 წელს პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმას და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს შეადარა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ჰუა ჩუნინის თქმით, მტერი, რომლის წინაშეც დგას აშშ, კორონავირუსია და არა ჩინეთი.

ჰავაის კუნძულებზე მდებარე პერლ-ჰარბორზე 1941 წლის დეკემბერში იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება. 11 სექტემბრის ტერაქტებს სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ნიუ-იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ცათამბჯენების ჩამონგრევის შედეგად. ამ ტერაქტების შემდეგ აშშ-მა დაიწყო „ტერორიზმთან ომი“, რომლის ნაწილი იყო აშშ-ის ჯარების შეყვანა ავღანეთში, სადაც ისინი დღემდე რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG