Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წუხელ კორონავირუსით 10 699 ადამიანი დაინფიცირდა


სერგეი სობიანინი, მოსკოვის მერი
სერგეი სობიანინი, მოსკოვის მერი

რუსეთში, სადაც ბოლო დღეებში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 10 699 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში, მთლიანად რუსეთში დაინფიცრებულთა რაოდენობა 188 ათასს აღწევს. 1723 პაციენტი გარდაიცვალა.

მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, რუსეთში 11 მაისის შემდეგ უნდა დასრულდეს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „არასამუშაო რეჟიმი“. მაგრამ საკარანტინო ზომების შერბილების გადაწყვეტილება უშუალოდ რეგიონების მეთაურების პრეროგატივა იქნება.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, უკვე გამოაცხადა დედაქალაქში თვითიზოლაციის რეჟიმის 31 მაისამდე გაგრძელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG