Accessibility links

ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს


სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიკური მონიტორინგი, - იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მისი ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.

ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი 5 მაისს, საღამოს ჩამოწვა და მოიყოლა ორი ადამიანი, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

ერთი მალევე ამოიყვანეს და თავის და ქვედა კიდურის ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG