Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი სტალინის ძეგლთან აღნიშნეს


გორში ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მოკრძალებულად აღნიშნეს. კომუნისტური პარტიისა და სტალინური ორგანიზაციების წარმომადგენლები იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და საბჭოთა დიქტატორის ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. სულ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ლურსმანაშვილი, აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ვერც მიტინგი დაგეგმეს და ვერც მანიფესტაცია, რადგან ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებდნენ. პრორუსული ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობის“ ლიდერი ზურაბ მეზვრიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს შეზღუდული რესურსებით ხვდებიან, ყვავილებიც კი ვერ იშოვეს და სტალინის ძეგლი ეზოებში აჭრილი იასამნით შეამკეს. დღეს გორში ხელისუფლების მიერ ტრადიციად ქცეული ღონისძიებაც არ გამართულა. ყოველწლიურად საბრძოლო დიდების მუზეუმთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებოდნენ და ხელისუფლება მათ სხვადასხვა საჩუქარს გადასცემდა ხოლმე. სახელმწიფოს მიერ ომის ვეტერანებისთვის გამოყოფილ ჯილდოებსა და დახმარებას ისინი წელს სახლებში მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG