Accessibility links

site logo site logo

ევროპამ შესაძლოა საზღვრები 15 ივნისამდე არ გახსნას


მთავრობები, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობენ, მოიცავს გერმანიას, სადაც მაღაზიების და სკოლების უმრავლესობას დართეს ამუშავების უფლება. კანცლერი ანგელა მერკელი ერთ თვეში გეგმავს ნორმალურ ვითარებაში თითქმის სრულად დაბრუნებას.

იტალია, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 30,000-ს გადააჭარბა, აპირებს მორწმუნეებს ეკლესიებში დაბრუნების უფლება მისცეს, დანია კი აცხადებს, რომ 8 ივნისს გაიხსნება კინოთეატრები, მუზეუმები და ზოოპარკები.

ბრიტანეთში, სადაც აშშ-ის შემდეგ სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია და 31,000 ადამიანს აჭარბებს, პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 10 მაისს უნდა წარმოადგინოს ე.წ. ლოკდაუნიდან გამოსვლის გეგმა. როგორც იუწყებიან, ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ თვის ბოლოდან, ირლანდიის გარდა, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ევროპის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით, 27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა ევროკავშირმა 15 ივნისამდე დატოვოს ძალაში არააუცილებელი მოგზაურობის აკრძალვა, რაც ამ შეზღუდვის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას უდრის. "ვითარება მყიფე რჩება ევროპაშიც და მსოფლიოშიც", - ამბობს ევროპის კომისია თავის განცხადებაში.

SARS-CoV-2 კორონავირუსით მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ მცირე 3,939,119-ია, მათ შორის დაიღუპა 274,917, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG