Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონმა გამოაცხადა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების შემსუბუქების გეგმა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა ოდნავი შემსუბუქების გეგმა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად არის შემოღებული.

10 მაისს სატელევიზიო გამოსვლაში ჯონსონმა თქვა, რომ ხალხი, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია, მომავალ კვირებში "აქტიურად უნდა შევაგულიანოთ გავიდეს სამსახურშიო".

ამავე დროს, მისი თქმით, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას და გააგრძელონ ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვა.

ჯონსონმა დასძინა, რომ პარლამენტს 11 მაისს წარუდგენს "უფრო მეტ დეტალს".

ზომების შემსუბუქება მყისიერად მხოლოდ ინგლისს შეეხება, რადგან შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებმა თავ-თავიანთი მკაცრი ზომები კიდევ სამი კვირით გაახანგრძლივეს.

დიდ ბრიტანეთში ე.წ. "ლოკდაუნის" შეზღუდვები 23 მარტს ამოქმედდა. 10 მაისისთვის, ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსის შედეგად დაღუპული 32,000-მდე ადამიანის შემთხვევა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG