Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა გაუქმებულია


დღეიდან, 11 მაისიდან ისევ ნებადართულია თბილისიდან გასვლა და ქალაქში შესვლა. ამასთან, კვლავ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 დიდი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის ჩაკეტვა 15 აპრილს გადაწყვიტა. მათ მცხოვრებთ ქალაქებიდან გასვლა აეკრძალათ. შესვლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ეს შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.

11 მაისიდან თბილისის გახსნა საკოორდინაციო საბჭომ 7 მაისს გადაწყვიტა, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, „ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე“.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად აღდგება რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისს გაიხსნება მარნეული, რომელიც კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, 23 მარტს გამოცხადდა მკაცრი კარანტინის ზონად.

XS
SM
MD
LG