Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინიდან გამოძახებული ელჩი თბილისში დაბრუნდა


უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სამშობლოში კონსულტაციისთვის გამოიძახეს, დაბრუნდა, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა, 8 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 9 მაისს თქვა: „რა თქმა უნდა, უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები, როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან". პრემიერის აზრით, ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ან დიპლომატიური ურთიერთობის კითხვის ქვეშ დაყენებას, ესაა მცდელობა, რისკის ქვეშ არ დადგეს ორი ქვეყნის ურთიერთობა.

ზელენსკიმ კი ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება შეცდომად შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. „ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში არ გამოვიძახებთ არც საკონსულტაციოდ ჩვენს ელჩს, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ „ეს ქართული მხარის შეცდომაა“, კონსულტაციების შემდეგ „ყველა მხარე მიხვდება, რომ ყველა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ამ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG