Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი დროებით თავს შეიკავებს ვიცე-პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტისგან


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით თავს შეიკავებს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან პირდაპირი კონტაქტებისგან და გარკვეული დროის განმავლობაში მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ექნება.

გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ვიცე-პრეზიდენტის პრესმდივანს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად მაიკ პენსის ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის კიდევ ერთ თანამშრომელს. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველა თანამშრომელს ნიღბის ტარება მოსთხოვა. თავად დონალდ ტრამპი საჯარო ადგილებში, როგორც წესი, ნიღბის გარეშე იმყოფება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და მათთან ახლო კონტაქტის მქონე თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღე უკეთებენ.

აშშ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში უკვე დაინფიცირდა 1 385 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 81 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG