Accessibility links

ცხინვალში კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ 2 პირს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რეს“-ს აცნობა, რომ ინფიცირებულნი არიან რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი და ქალი, რომლებიც კარანტინის ზონაში იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

13 მაისის დილის მონაცემებით, დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG