Accessibility links

თავდასხმების შემდეგ ავღანეთის სამხედროებს შეტევაზე გადასვლა უბრძანეს


აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მისცა თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ, მას შემდეგ, რაც 12 მაისს ძალადობას სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა.

ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ღანიმ თალიბანს და ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოს" დასდო ბრალი ამ და "ქვეყანაში მომხდარ სხვა თავდასხმებში". მისი თქმით, მან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უბრძანა "აქტიური თავდაცვის რეჟიმიდან გადაერთონ თავდასხმით რეჟიმზე და დაიწყონ ოპერაციები მტრების წინააღმდეგ".

თალიბანმა, რომელიც ბოლო თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს, 13 მაისს ღანის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ "სრულად მომზადებულია" ნებისმიერი სამხედრო თავდასხმის მოსაგერიებლად.

12 მაისს პირველი იერიშის დროს შეიარაღებული პირები ქაბულში სამშობიარო საავადმყოფოს დაესხნენ თავს და 16 ადამიანი, მათ შორის ორი ახალშობილი იმსხვერპლეს. მოგვიანებით თვითმკვლელმა მოიერიშემ აღმოსავლეთის ქალაქ ნანგარჰარში პოლიციელის დასაფლავების პროცესია ამოიღო მიზანში და სულ მცირე 24 ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა 68. დასაფლავების პროცესიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ავღანეთის მთავრობას და თალიბანს თანამშრომლობისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG