Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TikTok-ი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" აღიარებს


სოციალურ ქსელ TikTok-ში რეგისტრაციისთვის ცალკე ქვეყნებადაა მითითებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი".

ამ ფაქტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროში გვითხრეს, რომ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ: "საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია“.

TikTok-ი ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG