Accessibility links

პაატა იმნაძე: დიდი ალბათობა არსებობს, რომ ზამთარში კორონავირუსი მოტრიალდება


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კორონავირუსი არ გაქრება. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო მეცნიერების პროგნოზებია.

"თუ ჩვენ არ გვექნა ეფექტიანი მექანიზმი, ვაქცინა, რომელიც ნაკლებმოსალოდნელია ზამთრისთვის იყოს, დიდი ალბათობით, კორონავირუსი ზამთარში მოტრიალდება", - თქვა მან.

მისი თქმით, ქვეყანა ცუდი სცენარისთვის მზად უნდა იყოს, რომ ვირუსს მომზადებული დახვდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 647 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 372 განიკურნა, 11 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG