Accessibility links

პაატა იმნაძე: არ ველოდებით, რომ სწავლა სექტემბერში ვერ განახლდეს


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ზაფხული და შემოდგომა კორონავირუსის კუთხით მშვიდი პერიოდი იქნება საქართველოსთვის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"არ ველოდებით, რომ სწავლა სექტემბერში ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იქნება სიმშვიდის და სიწყნარის პერიოდი", - თქვა მან.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ზამთარში ვაქცინა ჯერ ისევ არ იქნება და მოსალოდნელია ვირუსის "მოტრიალება".

ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო სწავლა დისტანციურ რეჟიმზე ორი თვის წინ გადავიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვეულ რეჟიმს სექტემბრამდე არ უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 647 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 372 განიკურნა, 11 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG