Accessibility links

დასრულდა თუ არა სლოგანი "დარჩით სახლში" - პაატა იმნაძის პასუხი


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ უკვე შესაძლებელია გარეთ გასვლა, თუ სოციალური დისტანცია იქნება დაცული. მან რადიო თავისუფლების კითხვას "დარჩით სახლში" სლოგანის დასრულებაზე ასე უპასუხა:

"ცოტა რთული კითხვაა. დავრჩეთ, მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ ხოლმე გარეთ იმიტომ, რომ გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება. ძალიან კარგია სუფთა ჰაერზე. მაქსიმალურად ისე ვეცადოთ, როცა ხანდაზმულები დაიწყებთ გამოსვლას. ბავშვები უკვე შეიძლება ვასეირნოთ... ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს, "ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 647 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 372 განიკურნა, 11 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG