Accessibility links

პაატა იმნაძე: მთავრობის წევრები კორონავირუსზე მიზანმიმართლად არ შეგვიმოწმებია


დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე აცხადებენ, რომ მთავრობის წევრებისა და მათი გარემოცვისთვის კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების საკითხი პერსონალური ინფორმაციაა. ამ საკითხით რადიო თავისუფლება დაინტერესდა და მათ ბრიფინგზე კითხვა დაუსვა.

"ეს არის პერსონალი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს ან ექნება ჩაუტარდება ტესტირება. ამ შემთხვევაში მიზანდასახული არ ყოფილა", - თქვა გამყრელიძემ, იმნაძემ კი დაამატა: "ისე, რომ მთავრობისთვის კვლევა ჩაგვეტარებინა, ნამდვილად არა."

საქართველოს მთავრობის წევრები, რიგ შემთხვევებში, სოციალურ დისტანციას არ იცავენ და არც პირბადეებს იყენებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ მასალა რამდენიმე დღის წინ მოამზადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 647 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 372 განიკურნა, 11 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG