Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ჩინეთთან საქმის ქონა ძვირი ღირს


ჩინეთთან საქმის ქონა ძვირი ღირს, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში. „ახლახან მოვაწერეთ ხელი შესანიშნავ სავაჭრო შეთანხმებას, მელანი შეშრა თუ არა, მსოფლიოს დაეტაკა ჭირი ჩინეთიდან,“ დაწერა ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის კომენტირებისას.

ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს პეკინთან მიღწეული შეთანხმებების გადახედვას. როგორც იტყობინებიან, ჩინეთი განიხილავს შეთანხმების გაუქმების შესაძლებლობებს და თავისთვის უფრო მომგებიანი პირობების მოთხოვნას აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

თავის მხრივ, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი გამოვიდა წინადადებით, განხილულ იქნეს კანონპროექტი „COVID-19-ისთვის პასუხისმგებლობის შესახებ“. დოკუმენტი ტრამპს საშუალებას მისცემს ჩინეთის მიმართ სანქციები შემოიღოს, თუკი პეკინი არ წარმოადგენს სრულ ანგარიშს კორონავირუსის ინფექციის აფეთქების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG