Accessibility links

მერკელი: რუსეთს შეიძლება სანქციები დაუწესდეს 2015 წლის ჰაკერული თავდასხმის გამო


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება სანქციები იქნეს შემოღებული 2015 წელს ბუნდესტაგის საიტზე ჰაკერული თავდასხმის გამო.

13 მაისს ბუნდესტაგში გამოსვლისას კანცლერმა თქვა, რომ გერმანიის პროკურატურას იმის საკმარისი მტკიცებულებები მოეპოვება, რომ ამ თავდასხმასთან რუსეთი იყო დაკავშირებული.

მერკელის თქმით, საქმე ეხება „ჰიბრიდული ომის“ ეპიზოდს და არა შემთხვევითობას. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს რუსეთის მიმართ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ მოსკოვის მოქმედებები სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ამ მიზნის მიღწევას.

მერკელმა ასევე ახსენა შარშან ზაფხულში ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა გერმანიის დედაქალაქში. ბერლინმა ოფიციალურად დასდო ბრალი მოსკოვს არასაკმარის თანამშრომლობაში ამ დანაშაულის გამოძიების საქმეში. ბოროტმოქმედებაში რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული. გერმანიამ მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნიდან გააძევა რუსეთის ორი დიპლომატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG