Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 11 პაციენტი განიკურნა


საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 11 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 372-დან 383-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საერთო მაჩვენებელი 652-მდე გაიზარდა.

ბოლო დღეებია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას. 14 მაისის დილის მდგომარეობით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა ე.წ. აქტიურ შემთხვევებზე 125-ით მეტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ლეტალური შედეგი 4 აპრილს დაფიქსირდა. საქართველოში COVID-19-ით 11 ადამიანია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG