Accessibility links

აშშ ბრალად სდებს ჩინეთს კორონავირუსის კვლევის ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ კიბერჯაშუშობაში


ჩინეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული COVID-19-ის კვლევით დაკავებული ამერიკული ორგანიზაციები, განაცხადა აშშ-ის ხელისუფლებამ 13 მაისს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) თანახმად, ისინი გამოიძიებენ კიბერ-სივრცეში მოქმედ ჩინეთთან დაკავშირებულ პირებს და არატრადიციულ კოლექციონრებს, რომელთა მიზანია იმ ორგანიზაციების კომპრომეტირება, რომლებიც აშშ-ში ახალ კორონავირუსს იკვლევენ. მათ განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს სუბიექტები „ცდილობენ მიაკვლიონ და ხელში ჩაიგდონ კოვიდთან დაკავშირებული კვლევაში ჩართული პერსონალის და ვებსაიტების საშუალებით ინტელექტუალური საკუთრების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფასეული მონაცემები, რომლებიც ეხება ვაქცინებს, მკურნალობას და ტესტირებას“. „ამ მონაცემთან პოტენციური მოპარვა მუქარას წარმოადგენს მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტიანი და ქმედით ვარიანტებისთვის“ დასძენენ ისინი.

განცხადების ავტორებს მტკიცებულება და მაგალითი კიბერთავდასხმისა არ წარმოუდგენიათ.

აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ინტელექტუალური საკუთრების და სხვა მონაცემების მოპარვის მიზნით კიბერჯაშუშობაში, რასაც პეკინი უარყოფს. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო თავის განცხადებაში ბოლო ბრალდებას გმობს და „სიცრუეს“ უწოდებს მას. ამ განცხადებით, ასეთი ბრალდება პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობას ძირს უთხრის.

კორონავირუსის პანდემიამ გაზარდა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მას ეკისრება პასუხიმგებლობა კორონავირუსის გავრცელებაში მთელ მსოფლიოში.

კრიზისი გაამწვავა ასევე ზეწოლამ აშშ-სა და ჩინეთს შორის იანვარში ხელმოწერილ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სასტიკი სავაჭრო ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG