Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 15 მაისს არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის, გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის. მას მიაჩნია, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გადაადგილება, აკრძალა.

"მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კი იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 23 მარტიდან ჩაიკეტა. მიზეზად კორონავირუსის გავრცელების შეკავება დასახელდა. რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მარნეული 18 მაისიდან გაიხსნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ გამოცხადდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG