Accessibility links

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაიკეტა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა


დღეს დილიდან სრულ იზოლაციაში მოექცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, სადაც კორონავირუსით 8 ადამიანი დაინფიცირდა.

14 მაისს, საღამოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 8 გეტაში და 7 მუშევანში. სოფელი მუშევანი მკაცრი კარანტინის ზონად ჯერ კიდევ 25 აპრილს გამოცხადდა. ამ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 30-ს აჭარბებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი ნაწილი შიდა გავრცელების ზონად რჩება. კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 140-მდე ადამიანი. ქალაქ ბოლნისსა და მის ახლომდებარე სოფლები მკაცრი კარანტინი 23 მარტიდან მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG