Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინამ უნდა იმოძრაოს ვითარებისკენ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღარ იქნება საჭირო


უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მცდელობა, გამოვიდეს უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამიდან, მხოლოდ უკრაინის მტრებს წაადგებათ, მაგრამ სტრატეგიულად ქვეყანამ უნდა იმოძრაოს ვითარებისკენ, როცა სავალუტო ფონდის დახმარება აღარ დასჭირდება. ამის თაობაზე სააკაშვილმა ცნობა გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.

„ზოგიერთმა არასწორად გაიგო ჩემი პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, - არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინას არ აქვს კარგი თანამშრომლობის სხვა ალტერნატივა, რადგან, განსაკუთრებით, კრიზისის დროს, ამ ქვეყანას სჭირდება ფული“. მეტიც, აღნიშნავს სააკაშვილი, სავალუტო ფონდმა არაერთი აუცილებელი რეფორმის გასატარებლად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამ ეტაპზე, სააკაშილი ემხრობა სავალუტო ფონდთან კავშირების განმტკიცებას, რაც რეფორმების პროგრამისთვის სასარგებლოა და განმარტავს, რომ „სტრატეგიულად, როგორც ეს საქართველომ გააკეთა ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ვითარებისკენ, როცა საერთაშორსო სავალუტო ფონდი აღარ იქნება საჭირო, რადგან ჩვენ გვექნება ჯანსაღი ფინანსები და რადიკალური რეფორმების გატარების საკუთარი პროგრამა“.

მიხეილ სააკაშვილმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინა „პოტენციურად საკმარისად ძლიერია“, რათა უარი უთხრას საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობაზე.

სააკაშვილი 7 მაისს დანიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

უკრაინა სავალუტო ფონდის პირველ ტრანშს ახალი პროგრამისთვის 1-2 კვირაში მოელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG