Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრაღაში კონევის ძეგლი უნდა აღადგინონ


რუსეთის საგარეო საქმეა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა უნდა აღადგინონ საბჭოთა მარშალ კონევის სადავო ძეგლი, რომელიც გასულ თვეში ქალაქის ოფიციალურმა პირებმა აიღეს.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტო RBK-ი 15 მაისს აქვეყნებს ინტერვიუს ლავროვთან, რომელიც ჩეხეთის მხარის ახსნას, თუ რატომ მოხსნეს ძეგლი, „ბავშვურს“ უწოდებს და აფასებს მას, როგორც 1993 წელს რუსეთსა და ჩეხეთს შორის დადებული მეგობრობის შეთანხმების „უხეშ დარღვევას“. "ჩემი აზრით, თქვა ლავროვმა, ეს ბავშვური განმარტებაა, რადგან ამ ძეგლის დაცვის უზრუნველყოფა ჩეხეთის მთავრობას აკისრია“. ლავროვი ეხებოდა ჩეხური მხარის განმარტებას, რომ ძეგლის მოხსნის გადაწყვეტილება ქალაქ პრაღის მერმა მიიღო.

რუსეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში უარესდება იმის ფონზე, რომ ჩეხების აზრით, რუსეთს ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაციის მზარდ თვითდაჯერებულობას ავლენენ.

სადავო სამხედრო მეთაურის, ივან კონევის ძეგლი პრაღაში 3 აპრილს აიღეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ათ აპრილს განაცხადა, ის აპირებს სისხლის სამართლის საქმე აღძრას ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში, მეორე მსოფლო ომის პერიოდის საბჭოთა მარშლის ძეგლის აღების გამო.

საგამოძიებო კომიტეტი თვლის, რომ ჩეხეთმა დაარღვია რუსეთთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.


მარშალი კონევი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წლის მაისში შემოუძღვა წითელ არმიას პრაღაში მას მერე, რაც ნაცისტებმა ქალაქი დატოვეს წინააღმდეგობის მოძრაობის მხრიდან გათავისუფლების შედეგად.
ძეგლი, რომელიც 1980 წელს, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის დროს დაიდგა, დიდხანს იყო დავის საგანი და 1989 წლის შემდეგ სისტემატურად ხდებოდა ვანდალიზმის სამიზნე.

კონევი მეთაურობდა საბჭოთა ჯარს, რომელმაც 1956 წელს უნგრეთის ამბოხება ჩაახშო და რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის აგებაში.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ კონევი მონაწილეობდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნის ჯარების შემოსვლის ორგანიზებაში. მარშალი 1973 წელს გარდაიცვალა.

ჩეხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონევის ძეგლს სხვაგან დადგამენ და მის ადგილას აღიმართება პრაღის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალი, ვინც პრაღა უკვე გაათავისუფლა კონევის შემოსვლამდე.

მოსკოვმა პროტესტი გამოთქვა ძეგლს აღების გამო. 9 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სთხოვა თავის კოლეგას, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს, ლუბომირ მეტნარს, ძეგლი რუსეთისთვის გადაეცათ. მეტნარმა თხოვნა უარყო და შოიგუს განუცხადა, რომ ძეგლი ქალაქ პრაღას საკუთრებაა.

XS
SM
MD
LG