Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თერჯოლის ცხელების ცენტრში მყოფი კაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს


თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პირი პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, კაცს ანალიზები კორონავირუსზე აუღეს, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც შეამოწმეს. მისი თქმით, კაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა.

როგორც დაკავებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, ის სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ მუხლით 8-დან 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG