Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტების ოფისში კვლავ იკრიბებიან


საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან. პოლიტიკოსები უკვე მივიდნენ შეხვედრის ადგილზე. მათ შორის არიან ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თანხმდება, რომ ისინი არ უნდა ჩაერთონ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესში იმ დრომდე, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება ციხიდან.

რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლომ დღეს, 18 მაისს იმსჯელა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ის პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG