Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ვაპირებ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი


"ახალი საქართველოს" ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აპირებს მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი. ამის შესახებ მან ლეიბორისტულ პარტიაში მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ალბათ ორ კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში", - თქვა მან.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას მომხრე, ვაშაძემ უპასუხა, რომ არ იცის არავინ, ვინც წინააღმდეგია.

დღეს, 18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

XS
SM
MD
LG