Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი "ბოლნისის კლასტერიდანაა"


ექიმები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, რომელიც 25 აპრილიდან მკაცრი კარანტინის ზონაა
ექიმები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, რომელიც 25 აპრილიდან მკაცრი კარანტინის ზონაა

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული ერთი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია. „ეს ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - უთხრა მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ქალაქი ბოლნისი და მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა მკაცრი კარანტინის ზონებად რჩებიან. კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისი 23 მარტს ჩაიკეტა, მუშევანი 25 აპრილს და გეტა 15 მაისს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 150-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG