Accessibility links

რუსეთის პრემიერი სამსახურს დაუბრუნდა კორონავირუსის გადატანის შემდეგ


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი დაუბრუნდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას. ამის თაობაზე ცნობა - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება, კრემლმა თავის საიტზე გამოაქვეყნა.

რუსეთის პრემიერი ბიულეტენზე იყო 30 აპრილის შემდეგ, როცა დადგინდა, რომ მას კორონავირუსი შეეყარა. მის მოვალეობას ასრულებდა ვიცე-პრემიერი.

მიშუსტინმა მაინც ჩაატარა რამდენიმე თათბირი საავადმყოფოდან, თუმცა მის მოვალეობას სხვა ასრულებდა.

მიშუსტინის გარდა, რუსეთის მთავრობაში კორონავირუსის ინფექცია შეხვდა მშენებლობის, კულტურისა და მეცნიერების და უმაღლესი განათლების მინისტრებს. კორონავირუსი დაუდგინდა პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს და დუმის რამდენიმე დეპუტატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG